მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთი ჩინურ აპლიკაციებს სამუდამოდ აკრძალავს

601007109c3d3
ნათია თაქთაქიშვილი
26.01.21 19:16
861
ინდოეთის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტრომ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, 59 ჩინური აპლიკაციის, მათ შორის TikTok-ის, სამუდამოდ აკრძალვას აპირებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ინდოეთმა ეს აპლიკაციები თავდაპირველად გასული წლის ივნისში აკრძალა და მაშინ მათ შანსი მისცა, აეხსნათ თავიანთი პოზიცია კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისობაზე, თუმცა, სამინისტრო ისეთი კომპანიების არგუმენტებით, როგორიც არის TikTok-ი, WeChat-ი და Alibaba, უკმაყოფილა დარჩა და ჯამში, 59 აპლიკაცია სამუდამოდ აკრძალა.

აღსანიშნავია, რომ ივნისში ინდოეთის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტრომ ჩინური აპლიკაციები მას შემდეგ აკრძალა, რაც მათზე სხვადასხვა წყაროდან არაერთი საჩივარი მიიღო, რომ აპლიკაციებით იპარავდნენ და ფარულად, უნებართვოდ გზავნიდნენ მომხმარებელთა ინფორმაციას, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ წესრიგს რისკის ქვეშ აყენებდა.