მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობის რაოდენობით ჩინეთს ინდოეთი წელს გადაუსწრებს - გაეროს პროგნოზი

643fe72996f8a
გიორგი თოლორდავა
19.04.23 17:59
1038
გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის პროგნოზით, 2023 წლის ბოლოსთვის მოსახლეობის საერთო რაოდენობით ჩინეთს ინდოეთი გადაუსწრებს.

ანალიტიკოსების ვარაუდით, თითოეული სახელმწიფოს მოსახლეობის რაოდენობა 1.4 მილიარდის ფარგლებში იქნება, 2023 წლის ბოლოსთვის კი მათ შორის განმასხვავებელი მხოლოდ 2.9 მილიონი იქნება, თუმცა გრძელვადიანი პროგნოზი ცხადყოფს, რომ ინდოეთსა და ჩინეთს შორის დაშორება გაიზრდება, რაც, თავის მხრივ, ინდოეთის მაღალი შობადობითა და ჩინეთში მოსახლეობის დაბერებითაა განპირობებული.

გაეროს პროგნოზით, 2030 წლისთვის გლობალური მოსახლეობს რაოდენობა 8.5 მილიარდს მიაღწევს, 2100 წელს კი - 10.4 მილიარდს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები