მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთის მთავრობა $266 მილიარდის გამოყოფას გეგმავს ეკონომიკის დასახმარებლად

5ebe7f5d87805
ნათია თაქთაქიშვილი
15.05.20 19:25
802
ინდოეთის მთავრობა 266 მილიარდი აშშ დოალრის გამოყოფას გეგმავს ქვეყნის ეკონომიკის დასაცავად კრონავირუსის პანდემიისგან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის განცხადებით, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გათვალისწინებულია 40 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი.

თანხის დანარჩენი ნაწილი მოხმარდება მოწყვლადი მოსახლეობის დაცვას, ჯანდაცვის სექტორს და ასევე COVID-19-სგან გამოწვეული ნეგატიური გავლენის აღმოფხვრას ეკონომიკიდან.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მთავრობა დროებით აკრძალავს უცხოური კომპანიების მონაწილეობას ტენდერებში, რომელთა ღირებულებაც 26.5 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. ამ გადაწყვეტილების მიზანია, ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, ინდოეთის ეკონომიკა მიმდინარე წელს 1.9%-ით გაიზრდება.

15 მაისის მონაცემებით, ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების 82,264 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 2,649 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 28,086 ინფიცირებული.