მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთი ტრეიდერებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაცვისკენ მოუწოდებს

640efc5b0782e
გიორგი თოლორდავა
14.03.23 00:35
865
ინდოეთის მთავრობა ტრეიდერებსა და იმპორტიორებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და არ შეუწყონ ხელი პარალელური იმპორტის გზით სანქციების გვერდის ავლას.

საბაჟოებისა და მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები კონტროლის ახალი მექანიზმების შექმნის აუცილებლობაზეც საუბრობენ, რათა მაქსიმალურად იქნეს შეზღუდული სანქციების თავიდან არიდების სქემები.

მთავრობის განმარტებით, ინდოეთი დაიცავს როგორც სანქცირებული პროდუქციის გატარების მოთხოვნას, აგრეთვე დიდი შვიდეულისა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ ფასის ლიმიტებს ნავთობსა და გაზზე.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ მსგავსი განცხადება გაავრცელა თურქეთის მთავრობამაც, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ აშშ და ევროკავშირი ზრდიან პოლიტიკურ ზეწოლას იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარებიან და მის ენერგორესურსებს რეკორდული მოცულობით ყიდულობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები