მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთმა სანქცირებული რუსული ტანკერებით ნავთობის შესყიდვა შეწყვიტა

ინდოეთი რუსეთი

ინდოეთმა სანქცირებული რუსული ტანკერებით ნედლი ნავთობის შესყიდვა შეწყვიტა. შეზღუდვა შეეხება Sovcomflot-ის მფლობელობაში არსებულ ტანკერებს, რომელთა წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებს მკაცრი სანქციები აქვს დაწესებული.

უნდა აღინიშნოს, რომ ინდოეთი რუსული ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი შემსყიდველია, ჩინეთის გვერდით. აღნიშნული რეგულაციის ამოქმედებით, სავარაუდოდ, საწყის ეტაპზე ვაჭრობის მოცულობა შემცირდება, თუმცა მოსალოდნელია, რომ მხარეები სხვა ალტერნატიულ ფლოტზე გადაეწყობიან და მიწოდების ჯაჭვს ისევ აღადგენენ.

მართალია, ინდოეთს რუსული ნავთობის შესყიდვა აკრძალული არ აქვს, თუმცა ტანკერების მფლობელ კომპანიებზე დაწესებული სანქციები ქვეყნებს შორის ვაჭრობის პროცესს მნიშვნელოვნად ართულებს, რადგან Sovcomflot-თან თანამშრომლობით ინდური კომპანიები სანქცირების რისკის წინაშე დადგებიან.

აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაღუპვის შემდეგ დაწესდა, რომელიც რუსეთთან ვაჭრობის გამო მესამე ქვეყნებისთვის მკაცრ ზომებს ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები