მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთმა და ინდოეთმა სანქცირებული ტანკერების მიღება შეწყვიტეს

ტანკერები

რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ აშშ-ის მთავრობის მიერ დაწესებული სანქციების ახალი პაკეტის გამო, ჩინეთმა და ინდოეთმა სანქცირებული ნავთობმზიდი ტანკერების მიღება და მომსახურება შეწყვიტეს.

როგორც ცნობილია, შეზღუდვა ვრცელდება თითქმის ყველა მსხვილ აზიურ პორტზე, რომელიც აქამდე „ჩრდილოვანი ფლოტის“ მომსახურებაში აქტიურად იყო ჩართული.

აშშ-ის ფედერალური ხაზინის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პორტი სანქცირებულ ხომალდს მოემსახურება, თავად ის და მისი მფლობელი კომპანია თუ პირი სანქცირებული იქნება ხაზინისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, რაც, მარტივად რომ ვთქვათ, პორტის კომერციული საქმიანობის დასრულებას ნიშნავს.

როგორც ვიცით, სასანქციო რეჟიმი ამჟამად 200-მდე ხომალდსა და ტანკერზე ვრცელდება, რაც რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ უდიდესი ნაწილია და გლობალური ნავთობმზიდი ფლოტის 10%-ს წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები