მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სანქციების გამო, 65 ნავთობმზიდი ტანკერი გაჩერდა

ტანკერები

აშშ-ის მთავრობის მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ახალი პაკეტის გამო, მსოფლიოს მასშტაბით მინიმუმ 65 ნავთობმზიდი ტანკერი გაჩერდა.

Reuters-ის ინფორმაციით, გემების კაპიტნებმა ღუზები განუსაზღვრელი ვადით ჩაუშვეს, რადგან მათ ხომალდებს ვერც ევროპული, ვერც აზიური და ვერც აფრიკული საზღვაო პორტები ვერ იღებენ. უფრო მეტიც, სანქციების ახალი პაკეტი იმდენად მკაცრი აღმოჩნდა, რომ ზოგიერთმა ჩინურმა და ინდურმა კომპანიამ პორტში უკვე შესულ სანქცირებულ ტანკერებს მომსახურება შეუწყვიტა და ტერიტორიის დატოვება უბრძანა.

როგორც ცნობილია, სასანქციო რეჟიმი ამჟამად 200-მდე ხომალდსა და ტანკერზე ვრცელდება, რაც რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ უდიდესი ნაწილია და გლობალური ნავთობმზიდი ფლოტის 10%-ს წარმოადგენს.

რუსული ფლოტის სანქცირების გამო, არასანქცირებულ ხომალდებზე მოთხოვნა გაიზარდა და როგორც ირკვევა, ტანკერის მომსახურების საფასური ერთ დღეში თითქმის 10%-ით გაიზარდა, რაც, საბოლოო ჯამში, ნავთობის გაძვირებას უწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები