უკრაინასთან ომის მიმდინარეობისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ სანქციების დაწესების ფონზე, ინდოეთმა რუსეთის ფედერაციიდან ნედლი ნავთობის და ქვანახშირის იმპორტი მკვეთრად გაზარდა.
Reuters-ის ინფორმაციით, გასული სამი კვირის განმავლობაში ინდოეთი ყოველდღიურად $16.5 მილიონის ღირებულების ქვანახშირს ყიდულობდა, რაც თითქმის $10 მილიონით მეტია ომამდელ პერიოდთან შედარებით.
ქვანახშირის პარალელურად, თითქმის გასამმაგებულია ნედლი ნავთობის იმპორტიც. ინდოეთის ყოველდღიური საშუალო შესყიდვების ღირებულება ამჟამად $110 მილიონს აჭარბებს, მაშინ როცა სამი თვის წინ ეს მაჩვენებელი $31 მილიონს შეადგენდა.
რუსული ენერგორესურსების იმპორტის მკვეთრი ზრდის განმაპირობებელი ძირითადი მიზეზი საერთაშორისო ბირჟაზე მათი ფასების, დაახლოებით, 25-30%-ით შემცირებაა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ევროკავშირმა რუსული ქვანახშირის იმპორტი აკრძალა, ნავთობზე კი შეზღუდვები ეტაპობრივად წესდება.
აღსანიშნავია, რომ ომთან დაკავშირებით ბუნდოვანი პოზიციის ქონისა და რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების გამო, ინდოეთის მთავრობა არაერთხელ გამხდარა დასავლეთის კრიტიკის სამიზნე.
საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრამანიამ ჯაიშანკარის განცხადებით, ინდოეთი მძლავრი გეოპოლიტიკური აქტორია, რომელსაც საკუთარი დამოუკიდებელი პოზიცია აქვს, ბაზარზე იაფად წარმოდგენილი ნავთობისა თუ ქვანახშირის შეძენა კი პირდაპირ შედის ქვეყნის ინტერესებში, რადგან, ამ შემთხვევაში, მთავარი ამოსავალი წერტილი ეკონომიკური სარგებლის მიღება და ეროვნული განვითარებაა.
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი