მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნები ყიდულობენ ყველაზე მეტ რუსულ ნავთობს და გაზს?

6401f827df8d8
გიორგი თოლორდავა
03.03.23 18:20
1712
ენერგორესურსები რუსეთის ფედერაციის მთავარი შემოსავლის წყაროა, ფედერალური ბიუჯეტის 50% სწორედ ნავთობისა და გაზის ექსპორტზე მოდის.

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, დასავლურმა სახელმწიფოებმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არაერთი სანქცია და შემზღუდავი ზომა აამოქმედეს, მათ შორის, აიკრძალა რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტიც.

ენერგეტიკის კვლევითი ცენტრი (CREA) უახლეს მონაცემებს ასაჯაროებს, საიდანაც ირკვევა, რომ ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა საერთაშორისო ბაზარზე 315 მილიარდი დოლარის ნავთობი და გაზი გაყიდა, აქედან $149 მილიარდი კი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის.

გლობალურ შემსყიდველებს შორის ლიდერი ჩინეთია, რომელმაც ერთ წელში 66 მილიარდი დოლარის ენერგორესურსები შეიძინა, აქედან $55 მილიარდი ნავთობზე მოდის; $12 მილიარდი - გაზზე; ქვანახშირის შესყიდვის მოცულობა კი 5.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გთავაზობთ ქვეყნების სიას, რომლებმაც ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მეტი რუსული ენერგორესურსები შეიძინეს:

1. ჩინეთი - საერთო: $66.6 მლრდ | ნავთობი: $54.9 მლრდ | გაზი: $6.1 მლრდ | ქვანახშირი $5.7მლრდ

2. გერმანია - საერთო: $26.1 მლრდ | ნავთობი: $13.3 მლრდ | გაზი: $12.1 მლრდ | ქვანახშირი: $0.7 მლრდ

3. თურქეთი - საერთო: $25.9 მლრდ | ნავთობი: $14.8 მლრდ | გაზი: $7.5 მლრდ | ქვანახშირი: $3.6 მლრდ

4. ინდოეთი - საერთო: $24.1 მლრდ | ნავთობი: $20.8 მლრდ | გაზი: 0$ | ქვანახშირი: $3.3 მლრდ

5. ნიდერლანდები - საერთო: $18.0 მლრდ | ნავთობი: $16.2 მლრდ | გაზი: $0.8 მლრდ | ქვანახშირი: $1.0 მლრდ

6. იტალია - საერთო: $14.8 მლრდ | ნავთობი: $8.7 მლრდ | გაზი: $5.6 მლრდ | ქვანახშირი: $0.4 მლრდ

7. პოლონეთი - საერთო: $12.1 მლრდ | ნავთობი: $8.9 მლრდ | გაზი: $2.9 მლრდ | ქვანახშირი: $0.3 მლრდ

8. საფრანგეთი - საერთო: $9.5 მლრდ | ნავთობი: $5.2 მლრდ | გაზი: $4.2 მლრდ | ქვანახშირი: $0.2 მლრდ

9. ბელგია - საერთო: $9.2 მლრდ | ნავთობი: $5.5 მლრდ | გაზი: $3.5 მლრდ | ქვანახშირი: $0.2 მლრდ

10. უნგრეთი - საერთო $8.6 მლრდ | ნავთობი: $2.7 მლრდ | გაზი: $5.9 მლრდ | ქვანახშირი: $0.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები