მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა დასრულებულია, მოლაპარაკებები იწყება

5e3fc2e64cc29
BM.GE
09.02.20 12:30
1191
"ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა დასრულების ბოლო სტადიაზეა", – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩატარდა. 

მისი ინფორმაციით, კვლევის შედეგებმა ორივე ქვეყანას შესაძლებლობა უნდა მისცეს, მიიღონ გადაწყვეტილება, როდის დაიწყონ მოლაპარაკება.

"მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ჯერ გადამუშავებას საჭიროებს, მისი პირველადი შედეგებიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩვენს ქვეყანას სარგებელს მოუტანს. ის სასარგებლო იქნება საქართველოს ექსპორტისთვის ისრაელის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე განმარტებით, ინდოეთთან მოლაპარაკების პირველი რაუნდი ძალიან მალე გაიმართება. გენადი არველაძის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ტექსტი უკვე მზადაა, ასევე შექმნილია მომლაპარაკებელთა ჯგუფები ორივე მხრიდან, რომლებიც ამჟამად მოლაპარაკების პირველი რაუნდის შეხვედრის თარიღის განსაზღვრას ელოდებიან.