მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდუსტრია მთავრობას თამბაქოს ხილვადობის შეზღუდვის გადავადებას სთხოვს

5ee225eeb5047
ვიქტორია მღებრიშვილი
12.06.20 09:40
787
თამბაქოს ინდუსტრია მთავრობას გარე ჯიხურებში თამბაქოს ხილვადობის შეზღუდვის გადავადებას და რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტის წარდგენას ითხოვს. ამის შესახებ „ბრითიშ ამერიქან ტობაკოს“ კორპორატიულიმა და იურიდიულმა დირექტორმა ზვიად სვიტარიძემ „საქმის კურსში“ განაცხადა.

როგორც ცნობლია, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან თამბაქოს კონტროლის გამკაცრება იგეგმება. კერძოდ, თამბაქოს პროდუქცია დახურულ ობიექტებში ხილულად აღარ გაიყიდება. როგორც სხვიტარიძე აღნიშნავს, რეგულაციის გადავადების მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში მცირე და საშუალო ბიზნეს  სექტორის ძალიან დიდ ნაწილს შემოსავალი შეუმცირდება.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ მოხდეს ამ რეგულაციის გადადება, მარტივი ტექნიკური ცვლილებით კანონში და შემდგომ ვითხოვთ RIA-ს დადებას. მსგავსი ტიპის რეგულაცია პირდაპირ ურტყამს ეკონომიკას და ეკონომიკიდან ხდება ძალიან დიდი თანხების ამოღება. მაგალითად რეკლამის კუთხის ამ რეგულაციებით საქართველოს ეკონომიკიდან 10 მლნ-ის ამოღება მოხდა და ამ შემთხვევაში ძალიან დიდ ზარალზეა საუბარი, 12 000 მაღაზიიდან მხოლოდ 5 000 მაღაზია დარჩება დაკონტრაქტებული. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი ბიზნესომბუდსმენთან და ასევე პრემიერთან.

ჯანდაცვის სექტორი და მათი წარომადგენლები გამოდიან და ამბობენ, რომ დროში გაწერილია და ა.შ. მსგავსი პოლიტიკა პირდაპირ ურტყავს ეკონომიკას, მით უმეტეს ასეთი ეკონომიკური რეცესიის პირობებში“, - განმარტავს სხვიტარიძემ.