მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთიდან ჩამოსული კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს

5e38533cc40f7
BM.GE
03.02.20 21:04
1203
თბილისში ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთიდან ჩამოსული კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ს ბოქსირებული განყოფილების გამგემ მარინა ენდელაძემ დაუდასტურა. მისი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში 31 იანვარს ჩამოფრინდა. თუმცა, მას აეროპორტში შემოწმებისას სიმპტომები არ აღენიშნებოდა.

ამჟამად მამაკაცს მსუბუქი სიმპტომები აქვს. იგი არ არის მძიმე პაციენტი და იმყოფება დაკვირვების ქვეშ.

"მოვათავსეთ იგი, რათა რაიმე არ გამოგვეპაროს. ხვალ შესაძლოა ჩამოვიდეს ტესტები. გავაკეთებთ ტესტს, არ იქნება კორონავირუსი და გავწერთ", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.