მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა - ეზუგბაია

5e778e16b6ffb
BM.GE
22.03.20 20:06
1443
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 32 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან სამი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"3 გამოჯანმრთელებული პაციენტი უკვე გაწერილია კლინიკიდან. ჩვენს ცენტრში ამ ეტაპზე, 32 პაციენტი მკურნალობს. ამ პაციენტებიდან, როგორც დილით აღვნიშნე, მდგომარეობა არ შეცვლილა, ჩვენ ამ ეტაპზე გვყავს 3 მძიმე ავადმყოფი. 2 ქალბატონი, შედარებით ასაკოვანია, მათგან ერთს აქვს თანარსებული ჰიპერტონული დაავადება, მეორეს ასაკთან ერთად, მძიმე ნევროლოგიური დაავადებაც აქვს, რის გამოც ეს ორივე პაციენტი, გარკვეულწილად ისევ, პროგნოზულად პროგრესირების თვალსაზრისით, მძიმე პაციენტებად მოიაზრებიან.

გარდა ამის, კიდევ ერთი პაციენტი გვყავს მძიმე, რომელიც გუშინ შეგვემატა. ესეც შუახანს გადაცილებული პირია, რომელსაც თანარსებული დაავადება აქვს, შაქრიანი დიაბეტის სახით და საკმაოდ მძიმე პნევმონია. ამ ეტაპზე დაწყებულია მკურნალობა და ვნახოთ დინამიკაში, რა სიტუაცია გვექნება. ამ წუთში თითქოსდა სტაბილური სიტუაციაა, მაგრამ პროგნოზი ამ პაციენტთანაც სერიოზული შეიძლება იყოს", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე ცნობით, დღეს კორონავირუსზე რვა პაციენტის ანალიზის პასუხებმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, ხვალ დილით კი კიდევ 6 პაციენტის პასუხები გახდება ცნობილი.