მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფექციური საავადმყოფოსთვის 34 მლნ ლარად შეძენილი შენობის რემონტი 25 მილიონი დაჯდება

61fa580faaff5
შოთა ტყეშელაშვილი
02.02.22 20:00
1416
დღეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ინფექციური საავადმყოფისთვის შეძენილი ახალი შენობის რემონტი და აღჭურვა გამარტივებული შესყიდვით მოხდება. პროექტის ბიუჯეტი 24.8 მილიონი ლარია. ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობა მთავრობამ 2020 წელს 34 მილიონ ლარად შეიძინა.

ინფექციური საავადმყოფო ლუბლიანას ქუჩაზე, ნომერ 70-ში გადადის. ობიექტის წინა მესაკუთრე შპს “სამედიცინო ინოვაციების ცენტრი” იყო, სწორედ ამ კომპანიისგან იყიდა მთავრობამ კლინიკისთვის უძრავი ქონება. ამ კომპანიის 100%-იან წილს “საპარტნიორო ფონდის” გენერალური დირექტორის დავით საგანელიძის ძმა გია საგანელიძე ფლობს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილი განაცხადის მიხედვით, ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის რემონტი 14 თვის განმავლობაში გასტანს, შესაბამისად 2023 წლის გაზაფხულამდე კლინიკა მის ამჟამინდელ შენობაში დარჩება.

“2020 წელს, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის N1341 განკარგულებით, სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიეროპრაქტიკულ ცენტრს“ კაპიტალური ტრანსფერის სახით, ფინანსთა სამინისტროს მიერ საბიუჯეტო ასიგნებებიდან გამოეყო 11 მილიონი აშშ დოლარი უძრავი ქონების შესაძენლად. ამავე წელსვე განხორციელდა განხორციელდა ქ.თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე N70-ში მდებარე შენობის შესყიდვა.

უნდა აღინიშნოს, რომ სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო- პრაქტიკული ცენტრის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აგვისტოს N1436 განკარგულების შესაბამისად, სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ (ს/კ: 212153756) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების 100%, მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, არსებობის ვადით, უსასყიდლოდ გადმოეცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

აქვე მოგახსენებთ, რომ ცენტრი საიჯარო ფართით სარგებლობს შპს ,,ავერსიფარმასგან“ ალ. ყაზბეგის გამზირის N16, რომლის გადახდაც ხდება სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამიდან ყოველწლიურად დაახლოებით 400 000.00 ლარის ოდენობით, ხოლო ცენტრის ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ განხორციელდება სახელმწიფო ფინანსური რესურსის დაზოგვა. უნდა აღინიშნოს, რომ შპს „ავერსი-ფარმა“ ითხოვს ტერიტორიის და შენობა-ნაგებობების დაუყოვნებლივ დაცლას, რისთვისაც არაერთხელ მომართა სამინისტროს.

განკარგულების პროექტით გათვალისწინებული საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლოსამონტაჟო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ჯამური ღირებულება შეადგენს არაუმეტეს 24 780 000.00 (ოცდაოთხი მილიონ შვიდას ოთხმოცი ათასი) ლარს, მათ შორის საპროექტო მომსახურების ღირებულება შეადგენს 1 180 000.00 (ერთი მილიონ ას ოთხმოცი ათასი) ლარს ხოლო სამშენებლოსამონტაჟო სამუშაოების შესყიდვის ღირებულება არაუმეტეს 23 600 000.00 (ოცდასამი მილიონ ექვსასი ათასი) ლარს.

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა შეადგენს არაუმეტეს 14 (თოთხმეტი) კალენდარულ თვეს, მათ შორის საპროექტო მომსახურების გაწევის ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 130 კალენდარული დღე,”- ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.