მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფიცირების შემთხვევები ისევ მოიმატებს, რადგან „ომიკრონის“ გავრცელება გრძელდება - ფაუჩი

61c9c24434e57
თათია კაკიაშვილი
27.12.21 17:50
674
„Covid 19-ით ინფიცირების შემთხვევები ისევ მოიმატებს, რადგან მსოფლიოში „ომიკრონის“ მასშტაბური გავრცელება გრძელდება“, - ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

ფაუჩის თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ აშშ-ში ინფიცირების 150 ათასზე მეტი შემთხვევა აღირიცხა, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ ეს მაჩვენებელი უახლოეს კვირებში კიდევ უფრო მეტად მოიმატებს.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის თანახმად, წინასაშობაო პერიოდში შტატებში კოვიდინფიცირების 51 მილიონზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული, ხოლო დეკემბრის შუა პერიოდის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების საერთო რაოდენობამ 800 ათასს გადააჭარბა.

აშშ-ში ინფიცირების ახალი სტატისტიკის მიხედვით, „ომიკრონ“ ვარიანტი დომინანტად სახელდება.

ამასთან, მართალია, ვირუსის ახალი შტამი წინა შტამებთან შედარებით მეტად გადამდებია, ინფიცირების შემთხვევაში, პაციენტების ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით, „ომიკრონი“ ნაკლებად მძიმეა.