მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინფლაცია დასვენებას მთლიანობაში 10-15%-ით გააძვირებს“ - გიორგი დოლიძე

628332b7611be
თათია კაკიაშვილი
18.05.22 00:13
2698
„აღარ არის ის ტენდენცია, რომ გესტჰაუსები ძალიან გააიაფონ და დაახლოებით 25-30 დოლარს ქვევით ჩამოვიდნენ“, - ამის შესახებ BMG-ს ტურიზმის ბიზნესკონსულტანტმა გიორგი დოლიძემ განუცხადა.

დოლიძის თქმით, არსებული ინფლაცია დასვენებას მთლიანობაში 10-15%-ით გააძვირებს.

“აქაც ფასები ლოკაციების და კატეგორიის მიხედვით განსხვავდება. ზღვისპირეთის გარდა, ძალიან აქტიურად იქნება გესტჰაუსები დატვირთული და დაკავებული ყაზბეგის, კახეთის და იმერეთის მიმართულებით, თუმცა ყველაზე მაღალი ფასი ყაზბეგის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის ირგვლივ იქნება. ისედაც ბაზარზე ვხედავთ, რომ ფასები დღითიდღე მატულობს როგორც კვების, ასევე ტურისტული კომპანიების კუთხით, ამიტომ სეზონზე 10-15%-ით გაძვირებას ვპროგნოზირებთ იმიტომ, რომ ყველა ტურისტული სერვისი პირდაპირ დაკავშირებულია საწვავთან, ტრანსპორტირებასთან, საწვავის ფასის ზრდამ შეიძლება, მთლიანი ტურის ღირებულების გაძვირება ერთ ადამიანზე 10-15%-მდე გამოიწვიოს. რაც შეეხება კვებით მომსახურებას, აქაც ინფლაციის ფონზე, 20%-იან ფასნამატს ველით,“ - განაცხადა გიორგი დოლიძემ.