მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინფლაციის 2.7%-იანი ნიშნული ფასების შემცირებას კი არა, მათი ზრდის ტემპის შენელებას ნიშნავს“ - სოსო ბერიკაშვილი

64734f607ab1c
სალომე ხიდურელი
28.05.23 19:00
581
კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანმა BMGTV-ს გადაცემა „ანალიტიკა"-ში ინფლაციის დონის კლებასა და პროდუქტებზე ფასების გაიაფებაზე ისაუბრა.  სოსო ბერიკაშვილის  თქმით, მიუხედავად ინფლაციის 2.7%-იანი მაჩვენებლისა, საქმე დეფლაციასთან არ გვაქვს.

„დავთვალეთ და გამოვიდა, რომ ბოლო თვეში ინფლაცია გვაქვს 2.7%, ოღონდ ეს ფასების გაიაფებას არ ნიშნავს. კი, წინა თვესთან შედარებით, მცირე გაიაფება გვქონდა ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც ძალიან იყო გაძვირებული, მაგალითად, ზეთზე, მაგრამ, მიუხედავად ლარის გამყარებისა, ჩვენ საერთო ჯამში დეფლაციასთან, ანუ ფასების შემცირებასთან არ გვაქვს საქმე. ჯერ-ჯერობით რასაც ვხედავთ არის ფასების ზრდის ტემპის შენელება.

საუბარი იყო იმაზეც, რომ ინფლაცია ვერ მივა იმ ნიშნულამდე, რაც ორი წლის წინ იყო. ამ ორ წელიწადში უზარმაზარი ინფლაცია გვქონდა, ფასები ძალიან გაიზარდა და ინფლაცია ძველ ნიშნულს ვერ დაუბრუნდება. უბრალოდ, ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ უფრო მეტად აღარ გაძვირდება“, - ამბობს სოსო ბერიკაშვილი.

ეკონომისტმა ეთერში ფასების შემცირებისათვის საჭირო ნაბიჯებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფასების კონტროლი არაეფექტურია, ფასებს კი კონკურენტუნარიანი ბაზარი დაარეგულირებდა.

„ფასების კონტროლი სიგიჟეა, გვინახავს მსგავსი მოდელები, მაგრამ ეს მიდგომა არასწორია. სახელმწიფოს ფუნქცია ისაა, რომ ჯანსაღი კონკურენცია უზრუნველყოს და როცა კონკურენცია დიდია, ეს თავისთავად გამოიწვევს ფასების შემცირებას იქ, სადაც ეს შესაძლებელია.

თუ რომელიმე სექტორში ეს კონკურენცია არ არის, ფასებს რაც არ უნდა ზედა ზღვარი დაუწესო, ეს გვერდით ეფექტებს გამოიწვევს, მაგალითად, იქნება ზოგიერთ პროდუქტზე დეფიციტი. ამიტომ ხელოვნური შეზღუდვები, რაც ყოველთვის იყო, მაგალითად, ფარმაცევტულ ბიზნესში, არ უნდა არსებობდეს. კონკურენცია დაარეგულირებს ფასებს“, - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.