მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაციისა და ბირჟების ვარდნის ფონზე, სადაა უმჯობესი დანაზოგის ინვესტირება? - Foresight Capital

636f81f60e386
გიორგი თოლორდავა
12.11.22 23:55
763
კოვიდპანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მსოფლიოსა და საქართველოში ინფლაციამ უჩვეულოდ მაღალ, თითქმის 11%-იან ნიშნულს მიაღწია. სამომხმარებლო ფასების მკვეთრი ზრდის გამო, მსოფლიოს მასშტაბით ცენტრალური ბანკები იძულებულნი არიან მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრონ და საპროცენტო განაკვეთები გაზარდონ.

გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა კაპიტალის ბაზარზე უაღრესად ნეგატიურ გავლენას ახდენს, ამის თვალსაჩინო მაგალითი კი ისაა, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე S&P 500 საფონდო ინდექსი 17%-ით შემცირდა, Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსი კი დაახლოებით 30%-ით დაეცა, რაც აშკარა Bear Market-ზე მიუთითებს.

ინფლაციის დონის ზრდის მიუხედავად, შემცირებულია მისგან თავის დაზღვევის ერთ-ერთი ტრადიციული მექანიზმის - ოქროს ღირებულებაც კი. წლის დასაწყისიდან დღემდე, ოქროს ფასი დაახლოებით 5.5%-ით შემცირდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ 2022 წელს ჰეჯირების ეს ერთ-ერთი უძველესი მეთოდიც კი არ ამართლებს.

ამ უჩვეულო ეკონომიკური მოცემულობის გათვალისწინებით, საზოგადოებასა და ინვესტორებს უჩნდებათ შეკითხვა: სადაა უმჯობესი დანაზოგების დაბანდება და რომელი ფინანსური მექანიზმია ისეთი, რომელსაც ასეთ რთულ პერიოდშიც შეუძლია ღირებულების შენარჩუნება და დადებითი ამონაგების მოცემა.

BMG TV-ის "ანალიტიკის" ეთერში სწორედ ამ საკითხზე საუბრისას Foresight Capital-ის დამფუძნებელი, გია მორჩილაძე აღნიშნავს, რომ ფასიან ქაღალდებში ინვესტირებისას ყურადღება აუცილებლად უნდა გამახვილდეს სამ ძირითად თვისებაზე, ესენია: უზრუნველყოფილობა, ფიქსირებულშემოსავლიანობა და ლიკვიდურობა.

"საფონდო ბირჟები ეცემა, ოქრო კი უფასურდება, ასეთ დროს საკითხავია - როგორ უნდა მოიქცეს დამზოგველი, სად უნდა განათავსოს მან თავისი რესურსები?

სანამ ამ შეკითხვის პასუხზე გადავიდოდეთ, მინდ აღვნიშნო, რომ მიუხედავად 11%-იანი ინფლაციისა, რომელიც ევროზონაშიც დაახლოებით იგივეა, საქართველო მაინც კარგ მდგომარეობაშია: ლარი მყარდება, ეკონომიკა იზრდება და მოვლენებიც ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შესაბამისად ვითარდება, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე უარესი სცენარი ნამდვილად არ გვაქვს.

ამ ყველაფრის ფონზე ვფიქრობ, რომ ინვესტორებისათვის ყველაზე მიმზიდველი და დაბალრისკიანი ისეთი ტიპის ფასიანი ქაღალდებია, რომელთაც სამი ძირითადი მახასიათებელი აქვთ: პირველი - ის უნდა იყოს უზრუნველყოფილი [მაგ: უძრავი ქონებით], მეორე - მას უნდა ჰქონდეს ფიქსირებული შემოსავალი და მესამეა მაღალი ლიკვიდურობა. თუ ფასიან ქაღალდს ეს სამი მახასიათებელი აქვს, მაშინ ის დღევანდელ პირობებში ყველაზე უფრო მიმზიდველი და დაბალრისკიანია", - განაცხადა გია მორჩილაძემ.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ამ მახასიათებლების მქონე ფასიან ქაღალდებთან წვდომა საქართველოშიცაა შესაძლებელი, "ფორსაით კაპიტალი" კი იმ ფონდთა შორისაა, რომელიც ინვესტორებს სწორედ ასეთ სერვისს სთავაზობს.

"ფორსაით კაპიტალი", როგორც საინვესტიციო ფონდი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის მარტში დაარეგისტრირა. ფონდის დაგეგმილი მოცულობა 30 მილიონი დოლარია, ვადიანობა კი - ხუთი წელი.