მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ფონზე ბირჟების ინდექსები გაიზარდა

5f7b0a4212fea
ნათია თაქთაქიშვილი
05.10.20 21:21
1225
საერთაშორისო და აშშ-ის სავაჭრო ბირჟებზე, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ფონზე ბირჟების ინდექსები გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, საფონდო ბირჟის ინდექსებმა მას შემდეგ მოიმატა, რაც Walter Reed National Medical Center-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ტრამპს საავადმყოფოდან მალე გაწერენ. გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპის სწრაფმა გამოჯანმრთელებამ შეიძლება შეამსუბუქოს ის უზარმაზარი გაურკვევლობა, რომელიც აშშ-ში არჩევნების ირგვლივ სუფევს.

რაც შეეხება ბირჟებს:

•იაპონიის Nikkei 225-ის ინდექსი 1,2% -ზე მეტით გაიზარდა. სამხრეთ კორეის Kospi-ის და ჰონგ-კონგის Seng-ის ინდექსები დაახლოებით - 1.3%-ით.

•ლონდონის FTSE 100-ის ინდექსები 0,4% -ით გაიზარდა; საფრანგეთის CAC 40-ის და გერმანიის DAX-ის ინდექსები, შესაბამისად 0,6% და 0,5%.

•როგორც ჩანს, უოლ-სტრიტიც მზად არის ზრდის თვალსაზრისით შეუერთდეს დანარჩენ ბირჟებს, Dow, S&P 500 და Nasdaq-ის ინდექსები 0.4%-დან 0.6%-მდე გაიზარდა.