მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება ნახევარი მილიონი მოქალაქისთვის - ირაკლი ღარიბაშვილი

609e4df3939ba
ინგა მურუსიძე
14.05.21 14:14
1760
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი ქობულეთში გაგრძელდება. როგორც მან გურიაში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, რამდენიმე წელიწადში პროექტი 1000 დასახლებულ პუნქტში განხორციელდება და ინტერნეტზე წვდომა 500 ათასამდე ადამიანს გაუჩნდება.

"საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი საქართველოს ყველა რეგიონში განხორციელდება, OPEN NET-ის პროექტი გაგრძელდება ქობულეთში და რამდენიმე წელიწადში პროექტი დაახლოებით 1000 დასახლებულ პუნქტს, მათ შორის მაღალმთიან სოფლებს მოიცავს. ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება დაახლოებით ნახევარი მილიონი მოქალაქისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა პროექტის განხორციელებაში გაწეული დახმარებისთვის მსოფლიო ბანკს მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი სახელმწიფო ააიპ-მა "ოუფენ ნეტმა" ოზურგეთში განახორციელა, რომლის შედეგადაც ინტერნეტზე წვდომა დღეიდან  49 დასახლებულ პუნქტში 29 000  მოქალაქეს გაუჩნდა. პროექტს სწორედ მსოფლიო ბანკი Log In Georgia-ს პროექტის ფარგლებში აფინანსებს.