სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტ Log-in Georgia-ს მისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო რესურსების ათვისება კვლავ უჭირს.
Log-in Georgia მსოფლიო ბანკის 37 მილიონი ევროს სესხით ფინანსდება. წელს 15 მილიონი ლარის სამუშაოები უნდა შესრულებულიყო; პროექტის 9 თვის გეგმა 8.2 მილიონი ლარი იყო, თუმცა 2021 წლის 8 თვეში მის ფარგლებში ათვისებული რესურსი მხოლოდ 137,000 ლარს შეადგენდა, რაც ცხრა თვის გეგმის მხოლოდ 1.7%-ია.
Log-in Georgia-ს პროექტს მთავრობის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ი “ოუფენ ნეტი” ახორციელებს. შესაბამის სასესხო ხელშეკრულებას ხელი საქართველოს მთავრობამ 2020 წლის აგვისტოში მოაწერა. “ოუფენ ნეტმა” ინტერნეტიზაციის “საპილოტე” პროექტის განხორციელება გურიის რაიონში დაიწყო. მაშინ 10-მილიონიანი გამარტივებული შესყიდვით, რეგიონის დაქსელვა "პარვუს ჯგუფმა" მოახდინა.
შემდგომი საპილოტე პროექტი კი ქობულეთის რაიონის სოფლების დაქსელვა იყო, რომლისთვისაც “ოუფენ ნეტმა” 2-მილიონიანი ტენდერი თავდაპირველად აპრილში გამოაცხადა, თუმცა ის ჩაიშალა, ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში კი მიმწოდებელ კომპანიასთან “სის ბიზნეს სერვისთან” კონტრაქტი 2021 წლის 18 აგვისტოს გაფორმდა.
ამასთან, მთავრობის დადგენილებით, აღნიშნული “საპილოტე” პროექტების განხორციელება 2021 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
ე.წ. “საყოველთაო ინტერნეტიზაცია”
საქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა მისი აქტიური განხორციელება მხოლოდ გასულ წელს დაიწყო. პროექტისთვის მთავრობამ "ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს" ბაზაზე სპეციალური იურიდიული პირი - "Open Net-ი” 2015 წლის 21 ივლისს დააფუძნა. ამჟამად ამ ა(ა)იპ-ს მარიამ სულაბერიძე ხელმძღვანელობს, რომელიც 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით “კავკასუს ონლაინის” სპეციალური მმართველის პოსტსაც იკავებდა.
საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტისთვის 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ ფართოზოლოვანი ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარების ახალი სტრატეგია დაამტკიცა. დოკუმენტის თანახმად, მთავრობა დააფინანსებს ინტერნეტინფრასტრუქტურის გაყვანას იქ, სადაც კერძო სექტორს ამის ინტერესი ნაკლებად აქვს.
ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2025 წლისთვის შინამეურნეობების 100%-ს უნდა ჰქონდეს 100 მეგაბიტ წამის ინტერნეტთან წვდომა, ხოლო ბიზნესებს - 1 გიგაბიტ წამის სიჩქარის ინტერნეტთან.
2015 წელს განიხილებოდა, რომ ამ პროექტის დაფინანსებას “ქართუ ფონდი” 100 მილიონი დოლარით მოახდენდა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ფონდი ამ მიმართულებით ინვესტიციებს არ გეგმავდა. ამჟამად, საქართველო პროექტს როგორც ცენტრალური ბიუჯეტიდან, ასევე მსოფლიო ბანკის კრედიტით აფინანსებს. 2020 წლის 28 აგვისტოს მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა 37 მილიონი ევროს მოცულობის პროექტი Log In Georgia (რებრენდინგით პროექტს სახელი შეეცვალა), ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული სესხი 25-წლიანია, საიდანაც პირველი 14 წელი საშეღავათოა ანუ საქართველო ამ ვალის გადახდას 14 წლის შემდეგ დაიწყებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება