მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორები საქართველოში ლოგისტიკურ სივრცეებს ეძებენ - ფოთის თიზ-ის გენერალური დირექტორი

63a30bfb0f9e8
ელენე გოგბერაშვილი
22.12.22 10:01
1737
სატრანსპორტო ხაზების გადალაგებამ საქართველოს, როგორც შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნის მიმართ ინვესტორების დაინტერესება გაზარდა. 

“ინვესტორები ეძებენ სასაწყობე ინფრასტრუქტურას, რათა ტვირთების ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ევროპაში განახორციელონ“, - ამბობს bm.ge-სთან ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალური დირექტორი დავით ებრალიძე.

მისი თქმით, ინვესტორებისთვის საკმაოდ მიმზიდველი გახდა თიზის ინფრასტრუქტურა, რადგან რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე შუა დერეფნის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. როგორც ებრალიძე განმარტავს, ინტერესი ძირითადად დსთ-ს ქვეყნებიდან და ცენტრალური აზიიდან არსებობს. თიზ-ში ოპერირების სურვილი აქვთ ასევე რამდენიმე ევროპულ კომპანიას და ბიზნესებს მეზობელი თურქეთიდან.

„საქართველოში ინვესტორები ეძებენ ფიზიკურად ადგილებს, სადაც შეძლებენ განთავსებას თავისი პროდუქციის, რომელსაც შემდეგ პორტების გავლით და არამარტო, ეს შეიძლება იყოს სახმელეთო ტრანსპორტო, გაიტანენ ევროპაში. მინდა გითხრათ, რომ ჩვენს რეალობაში წლევანდელი წელი იყო ერთ-ერთი საუკეთესო. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ უკვე მოვახდინეთ 30-სზე მეტ კომპანიის რეგისტრაცია, თუმცა თუ წინა წლებთან შედარებით ჩვენ ვექტორი აღებული გვქონდა სავაჭრო და სერვისულ კომპანიებზე, წელს ეს შეიცვალა და ჩვენ მოვიზიდეთ ინდუსტრიები ანუ რეალურად ინვესტორები, რომლებმაც ფული ჩადეს და შექმნეს რეალური ინფრასტრუქტურა და დაასაქმეს ხალხი",-აცხადებს დავით ებრალიძე.