მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორებს აინტერესებთ, როგორი იქნება ომის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე - ვახტანგ ბუცხრიკიძე

62610fa2a7e02
მარიამ ვარადაშვილი
21.04.22 12:00
1088
“თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ ინვესტორები ძირითადად ინტერესდებიან საქართველოს ეკონომიკის რუსეთსა და უკრაინაზე დამოკიდებულების ხარისხით.

“ინვესტორთა უპირველესი კითხვა არის, რამდენად მოახდენს ზეგავლენას ქართულ ეკონომიკაზე უკრაინაში მიმდინარე ომი. ვცდილობთ მაქსიმალურად ობიექტურად მივაწოდოთ ინფორმაცია იმაზე, თუ რამდენად არის ქართული ეკონომიკა დივერსიფიცირებული და რამდენად დამოკიდებულია ის როგორც რუსულ, ასევე უკრაინულ ეკონომიკაზე”,-ამბობს ბუცხრიკიძე.

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის შესახებ მოლოდინებს, თიბისის გენერალური დირექტორის თქმით, 2022 წელს “თიბისი კაპიტალს” საქართველოს მშპ-ს ზრდის პოზიტიური მოლოდინები აქვს და წელს 5-5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს.

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.5%-მდე შეამცირა. კიდევ უფრო დაბალ ზრდას ელის 2022 წელს საქართველოში მსოფლიო ბანკი - ორგანიზაციის პროგნოზით, წელს საქართველოს მშპ 2.5%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზზე 3%-ით ნაკლებია.