მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორებს სჯერათ ამ ქვეყნის - Galt & Taggart

60793e3cbec9b
ინგა მურუსიძე
16.04.21 11:50
812
Galt & Taggart-ის მმართველი დირექტორის, ოთარ შარიქაძის განცხადებით, რეალობა დადგა ის, რომ ინვესტორებს სჯერათ ამ ქვეყნის და სჯერათ ამ ინსტიტუციების. ამის შესახებ მან ფინანსთა სამინისტროს მიერ 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ამ პირობებში, რაც მსოფლიოში ხდება, ამ ტიპის განთავსების გაკეთება ასეთ მოკლე ვადებში თავიდან შეუძლებლად გვეჩვენებოდა, მაგრამ რეალობა დადგა ის, რომ ინვესტორებს სჯერათ ამ ქვეყნის, სჯერათ ამ ინსტიტუციების და მზად არიან, რომ კიდევ 5 წლით ჩადონ ფული ამ ქვეყანაში.

ეს მნიშვნელოვანია არა მარტო იმიტომ, რომ ეკონომიაა ბიუჯეტისთვის, არამედ იმიტომ, რომ შემდგომი ემისიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დაფიქსირდა პროცენტის ძალიან დაბალი ნიშნული, რაც გამოყენებული იქნება შემდგომში ბენჩმარკად სხვა მსგავსი განთავსებისთვის. ეს შეიძლება იყოს ადგილობრივი განთავსებები, ასევე ევრობონდები. მგონია, რომ საქართველოს კაპიტალის ბაზარს კიდევ აქვს ზრდის პოტენციალი“, - განაცხადა შარიქაძემ.

საქართველომ $500 მლნ-ის სესხი აიღო, კუპონის განაკვეთი 2.75%-ია