მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბოგენარაცია 13%-ით გაიზარდა, მიზეზი იმპორტირებულზე იაფად წარმოებული ელექტროენერგიაა - G&T

64c375022b79f
მარიამ ვარადაშვილი
28.07.23 12:19
672

2023 წლის ექვს თვეში თბოსადგურების გამომუშავება წლიურად 12.8%-ით გაიზარდა, ხოლო ელექტროენერგიის იმპორტი 48.9%-ით შემცირდა.

Galt And Taggart-ის ინფორმაციით, ეს გადასვლა ელექტროენერგიის იმპორტიდან თბოგენერაციაზე ძირითადად ფასთაშორის არსებული სხვაობით აიხსნება.

ელექტროენერგიის კომერციული იმპორტის საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 7-7.5 ცენტის ფარგლებში იყო, ხოლო თბოგენერაციის ფასი მერყეობდა კვტ.სთზე 3.3 აშშ ცენტსა და 5.4 აშშ ცენტამდე.

საქართველომ მოახერხა თბოგენერაციაზე დაბალი ფასის შენარჩუნება ე.წ. „სოციალური გაზის“ მეშვეობით. „სოციალურ გაზს“ საქართველო იღებს ბუნებრივი აირის სამხრეთ კავკასიის გაზსადენის მეშვეობით აზერბაიჯანიდან თურქეთში გატარების საფასურად. თბოსადგურების გაზრდილმა მოცულობამ შესაძლებელი გახადა ელექტროენერგიის ექსპორტის აპრილიდან დაწყება. აღსანიშნავია, რომ „სოციალური გაზი“ შეზღუდული რაოდენობით მიეწოდება საქართველოს და გამოიყენება საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის და თბოელექტროსადგურებისთვის.

ჯამში 2023 წლის ექვს თვეში გენერაციის ობიექტების გამომუშავება ასე გადანაწილდა: 70% ჰიდროგენერაცია; 22% თბოგენერაცია, 8% კი იმპორტი. ერთ პროცენტზე მცირეა ქარის სადგურის წილი მთლიან გამომუშავებაში. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ჰიდროგენერაციის წილი 3%-ით, ხოლო თბოგენერაცია 2%-ით არის გაზრილი.

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი წლიურად 21.4%- ით გაიზარდა და 0.8ტვტ.სთ შეადგინა. ადგილობრივ ბაზარზე მოხმარების შემცირებამ და თბოსადგურების მუშაობამ შესაძლებელი გახადა ექსპორტის აპრილში დაწყება და საექსპორტო მოცულობის ზრდა. მიუხედავად რაოდენობის ასეთი მაღალი ზრდისა, ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები მცირედით შემცირდა 2.4%-ით, ექსპორტის საშუალო ფასის წლიური 19.6%-იანი შემცირების შედეგად. 2023 წლის პირველ ნახევარში ექსპორტის საშუალო ფასმა კვტ.სთ-ზე 6.9 აშშ ცენტი შეადგინა.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, ელექტროენერგიის ექსპორტი ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. ადგილობრივი მოთხოვნის კლების ტენდენციისა და თურქეთის ბაზარზე გაზრდილი ფასების გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ ექსპორტი სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება, თბოსადგურების გენერაციის მხარდაჭერით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები