მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორი იყო მოძიებული და რამდენიმე დღე მინისტრს ვერ დავუკავშირდი - ბეჟან წაქაძე

6047891fb9315
ინგა მურუსიძე
09.03.21 18:36
5044
"რაც ნაკლები წითელი, გამოტოვებული ზარი გექნებათ ტელეფონზე, მით ნაკლები ასეთი შეხვედრა დაგჭირდებათ... ბეჟან წაქაძე პირად საქმეზე არასდროს არ დარეკავს", - ამ სიტყვებით მიმართა უმრავლესობის წევრმა ბეჟან წაქაძემ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც "ნამახვანჰესის" პროექტზე მსჯელობდნენ. 

საქმე იმაშია, რომ მთავრობა "ნამახვანჰესის" წინააღმდეგ არსებულ პროტესტს ადგილობრივ მოსახლეობასთან  არასაკმარისი კომუნიკაციით ხსნის, ამიტომ "ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა მინისტრებს, ამ კუთხით, გააქტიურებისკენ მოუწოდა.

ბეჟან წაქაძე დღეს  „საქმის კურსის" სტუმარი იყო და გადაცემის წამყვანმა სთხოვა, დაეკონკრეტებინა, რას გულისხმობდა პარლამენტარი, როდესაც მინისტრებს სატელეფონო ზარების არგამოტოვებისკენ მოუწოდა.

„რამდენიმე დღის წინ, ტყიბულის საკითხთან დაკავშირებით ნათია თურნავას ვურეკავდი. იქ გარკვეული საკითხი იყო გადასაწყვეტი; საუბარია ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება და ინგრევა. მოძიებულია ინვესტორი, რომელიც გააკეთებს რემონტს - ამას ვთავაზობდი მინისტრს... ტყიბულის ცენტრალურ უბანში, სადაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2.5 მლნ ლარი ჩაიდო, მხოლოდ ეს ერთი შენობა რჩებოდა, რომელზეც ადგილობრივ ხელისუფლებას არ შეეძლო შეხება და გარემონტება, რადგან ის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. სწორედ ამ თემაზე მინდოდა, ეკონომიკის მინისტრთან დაკავშირება და რამდენიმე დღე ეს ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.