მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

iPhone-ის შეკეთებას მფლობელები მალე თავადაც შეძლებენ

61968a1e0e037
ნათია თაქთაქიშვილი
19.11.21 00:34
1718
Apple-ი მომხმარებელს საკუთარი მოწყობილობების შეკეთების შესაძლებლობა მისცემს, შესაბამისად კომპანია სხვადასხვა სათადარიგო ნაწილებს მომავალი წილის დასაწყისიდან საკუთარ ვებ-გვერდზე გაყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

Apple-ი თავდაპირველად გეგმავს მომხმარებლებს ისეთი ნაწილები შესთავაზოს, რომლის შეცვლასაც ისინი უპრობლემოდ შეძლებენ, მაგალითად როგორიც არის ეკრანი, ელემენტი და კამერა. მომავალი წლის ბოლოდან კი კომპანიის საიტზე 200-ზე მეტი სახეობის მსგავსი პროდუქტი გამოჩნდება გასაყიდად.

გამოცემა წერს, რომ Apple-ი სათადარიგო ნაწილების გამოშვებას iPhone 12-ის და iPhone 13-ის მფლობელებისთვის განიხილავს. კომპანია აცხადებს, რომ მომხმარებელი ზუსტად იმავე ფასში შეძლებს პროდუქციის შესყიდვას, რამდენსაც დამოუკიდებელი შეკეთების სერვისის მიმწოდებლები იხდიან.

გამოცემის ცნობით, საწყის ეტაპზე თვითმომსახურების შეკეთების პროგრამა მხოლოდ აშშ-ს ტერიტორიაზე იქნება ხელმისაწვდომი, რომელიც გლობალურად ეტაპობრივად გაფართოვდება. აღსანიშნავია, რომ Apple-ს დღეს 2,800 შეკეთების სერვისის მიმწოდებელი ჰყავს დაახლოებით 200-მდე ქვეყანაში.