მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IPhone-ს ახალი მოდელი ექვს თვეზე ნაკლებ დროში გამოვა - როგორი იქნება ახალი მოდელი?

6267ee4429018
მარიამ ადამია
02.05.22 09:25
5510
Apple თითქმის შვიდ დიუმიან, IPhone 14 Max-ს ექვს თვეზე ნაკლებ დროში წარადგენს. ახალი მოდელი Iphone 13 მსგავსი ზომის იქნება, თუმცა  Pro Max-თან შედარებით, 200 დოლარით ნაკლები ეღირება. Bloomberg-ის ცნობით, ახალ მოდელს აღარ ექნება მინი ხაზი, რომელიც სტატისტიკურად, არცერთ ქვეყანაში არ იყო პოპულარული. iPhone-ის ყველაზე ძვირადღირებული ვერსია კი პირველად 48-მეგაპიქსელიანი კამერით იქნება აღჭურვილი. წინასწარი ინფორმაციით, ახალი "აიფონების" დიზაინი, დიდად არ განსხვავდება წინა მოდელებისგან და მთავარი ცვლილება ეკრანი, დიზაინი და ახალი ჭრილები იქნება.

Bloomberg-ის ცნობით, iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max-ის პრემიუმმოდელები, უახლესი A16 პროცესორით იქნება წარმოდგენილი. ახალი მოდელის უპირატესობებს სატელიტური კომუნიკაციებიც ემატება, რომელთა გამოყენება საგანგებო სიტუაციებში, ინტერნეტის გარეშეც იქნება შესაძლებელი. აღსანიშნია, რომ ეს სიახლე მალე, შესაძლოა Apple Watch-ის სმარტ საათშიც გამოჩნდეს, რომელსაც ასევე არტერიული წნევის გაზომვის ფუნქციაც ექნება და ის გლობალურ ბაზარზე, სავარაუდოდ, 2024 წელს გახდება ხელმისაწვდომი.

Bloomberg -ის ცნობით, Apple-ის გუნდი აღნიშნული სიახლის დანერგვაზე 2018 წლიდან მუშაობს, მაგრამ პროცესში ბევრი სირთულე გამოიკვეთა, მათ შორის უმთავრესი ტესტების არაზუსტი მაჩვენებლები იყო. ეს გამოწვევა დღემდე არაა დაძლეული და ამიტომაც Apple Watch-ში ამ ფუნქციის დამატება, არაა გამორიცხული, რომ 2025 წლამდე გადაიდოს. 

შეგახსენებთ, რომ Apple ახალ მოწყობილობაში სისხლში შაქრის გაზომვის ფუნქციასაც ამატებს, თუმცა მის დამუშავებასაც რამდენიმე წელი დასჭირდება, ამიტომ კომპანია ჯერ სავარაუდო თარიღს არ ასახელებს.

აღსანიშნია, რომ 2022 წელს Apple ერთდროულად სამი ახალი Apple Watch-ის გამოშვებას გეგმავს, მათ შორისაა სტანდარტული: Series 8, ბიუჯეტური SE და სპეციალური ვერსია სპორტსმენებისთვის.