მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იპოთეკური სესხის სუბსიდირება ოჯახებისთვის, რომელთაც შვილი შეეძინებათ - პრემიერის ინიციატივა

60d5beada70c8
თელარა გელანტია
25.06.21 15:30
16888
მთავრობა ოჯახებისთვის ახალი პროგრამის დაწყებას აანონსებს, რომლის ბიუჯეტი 300 მლნ ლარზე მეტია ლარია.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის მიმდინარეობის ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

„ჩვენ არ ვიფარგლებით მხოლოდ ბიზნესის პირდაპირი მხარდაჭერით და ვიწყებთ ახალ პროგრამას ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით. კერძოდ, მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს, რომელთაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ, ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და ამით შეიქმნან და გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები.

აღნიშნული ინციატივების უზრუნველსაყოფად მიმდინარე და 2022 წლების პერიოდში 300 მლნ ლარზე მეტი რესურსის მობილიზება მოხდება“, - თქვა პრემიერმა.

პრემიერის ინიციატივას პარლამენტის დარბაზში ტაში მოჰყვა.