მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფასებმა მნიშვნელოვნად დაიწია საწვავზე, სურსათზე, პურზეც..." - პრემიერი

643e74b1dee7f
ვიქტორია მღებრიშვილი
18.04.23 14:39
531
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით მთავრობის ფასების რეგულირების პოლიტიკამ თავისი შედეგი გამოიღო და საწვავზე, პროდუქტებზე, სურსათზე, პურზე ფასები შემცირდა. ამის შესახებ პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა და ბიზნესს ამ პოლიტიკის განხოციელებაში მადლობა გადაუხადა. 

„იცით, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ფასების დარეგულირებაზე. ფასებმა დაიწია მნიშვნელოვნად საწვავზე, პროდუქტებზე, სურსათზე, პურზეც.. ფასების კლებაზე  მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც მთავრობას ამ პოლიტიკის განხორციელებაში გამოყვა და საკმაოდ ადეკვატური ნაბიჯები გადაიდგა მათი მხრიდანაც. ასე რომ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ნიშნულის, ინფლაციის 5%-იანი ნიშნულის შენარჩუნება წელს, მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება და როგორც მოგახსენეთ, ახლა ასეთი მნიშვნელოვანი, მასშტაბური პროექტების კეთება“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ქვეყანაში სურსათის ფასების დარეგულირების მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს სამართლიანი ვაჭრობის შესახებ ევროდირექტივის შესაბამისად კანონპროექტი უნდა მოემზადებინა. თავად ეს დირექტივა კი “ფასნამატს” ან “მარჟებს” არ უკავშირდება და ის სასურსათო ნედლეულის პირველად მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობებს აწესრიგებს. დოკუმენტის შემუშავებამდე კი პრემიერს კითხვები ჯერ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციასთან, შემდეგ კი რითეილ ასოციაციასთან ჰქონდა, რომელზეც პასუხების გაცემის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დარგებს შორის სამართლიანი წესები დაწესდებოდა, რომელიც ფასებს დაარეგულირებდა. მარტში სამთავრობო გუნდის წარმომადგენლები სუპერმარკეტებში პირველადი მოხმარების პროდუქტზე შემცირებულ ფასებზე საუბრობდნენ, რასაც დარგის წარმომადგენლებიც ადასტურებდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები