მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იქნება თუ არა ეკატერინე ტიკარაძე მინისტრთა განახლებულ შემადგენლობაში? - მინისტრის კომენტარი

5e2fec5c1a049
ინგა მურუსიძე
28.01.20 12:12
1435
"მე მაქვს დაწყებული ძალიან ბევრი რეფორმა, რომელიც დასასრულებელია",- ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, არის თუ არა მზად, ახალ მინისტრთა კაბინეტში საქმიანობა გააგრძელოს. 

როგორც ტიკარაძე ამბობს, სამთავრობო ცვლილებებს ახორციელებს პრემიერ-მინისტრი და თუკი რაიმე დაიგეგმება, თავადვე იტყვის.

„მინისტრთა კაბინეტში ვიქნები თუ არა მე, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი. მე მაქვს დაწყებული ძალიან ბევრი რეფორმა, რომელიც არის დასასრულებელი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.