საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 246-ე წლისთავს ულოცავს. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ 4 ივლისი არა მარტო ამერიკელი ხალხისთვის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის არის თავისუფლების, დემოკრატიის და საერთო ღირებულებებისადმი ერთგულების სიმბოლო.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს უახლესი ისტორიაც თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ევროპული არჩევანისთვის ბრძოლის ისტორიაა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ქართველი ხალხი ყოველთვის გრძნობდა ერთგული მეგობრისა და პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერასა და გვერდში დგომას.
"გულითადად ვულოცავთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 246-ე წლისთავს.
4 ივლისი არა მარტო ამერიკელი ხალხისთვის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის არის თავისუფლების, დემოკრატიის, ჩვენი საერთო ღირებულებებისადმი ერთგულების სიმბოლო.
საქართველოს უახლესი ისტორიაც თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი ევროპული არჩევანისთვის ბრძოლის ისტორიაა.
ამ გზაზე, განსაკუთრებით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით ჩვენი ერთგული მეგობრისა და პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერასა და გვერდში დგომას.
30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობაში, ჩვენ ვაღრმავებთ პარტნიორობას აშშ-თან თითქმის ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით.
ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ეკონომიკური განვითარების კუთხით აძლიერებს საქართველოს.
ქართველი ხალხი ყოველთვის მადლიერი იქნება ამ მხარდაჭერის.
საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ჩვენი საერთო ღირებულებებისადმი და მტკიცე პარტნიორობისადმი ერთგულებას.
ვუსურვებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ ამერიკელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას. 4 ივლისს საქართველო და ქართველი ხალხი ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად ვზეიმობთ!“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი