მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი გილაური: ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ თანამშრომლები

5e875c47bfc23
თელარა გელანტია
03.04.20 19:55
5340
COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 22 მილიონი 800 ათასი ლარია მობილიზებული.

ბოლო 1 დღეში ფონდი 1.7 მლნ ლარით გაიზარდა. 1 მლნ ლარი დღეს ფონდში ირაკლი გილაურმა ჩარიცხა.

როგორც გილაურმა Bm.ge-ისთან საუბრისას თქვა, ეს მისი პირადი კონტრიბუციაა.

„ახლა მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ თანამშრომლები და ის რესურსები, რაც კომპანიებს გააჩნიათ; შესაბამისად, ეს არის ჩემი პირადი კონტრიბუცია”, - ამბობს ირაკლი გილაური.