მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძე: მთავრობას და მოსახლეობას 2021 წელს სერიოზული გამოწვევები ელოდება

5fe043d7b88b8
BM.GE
21.12.20 10:41
614
„ქვეყანას, ისევე როგორც მთავრობას და მოსახლეობას მომავალ წელს სერიოზული გამოწვევები ელოდება, უნდა აღინიშნოს, რომ წელს საქართველომ მოახერხა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მნიშვნელოვანი დახმარებების მობილიზება, რომელიც მიმართულია როგორც საბიუჯეტო დანაკლისების დასაბალანსებლად ასევე ცენტრალური ბანკის რეზერვების შესავსებად“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომელიც ეკონომიკური პროფილის 5 გაერთიანებული კომიტეტის სხდომას ხელმძღვანელობს, სადაც სამთავრობო პროგრამა განიხილება და სხდომას მინისტრობის 4 კანდიდატი ესწრება.

მისი თქმით, საერთაშორისო ფინანსური დახმარებებით დაფინანსდა პანდემიის შედეგად დაზარალებული ჩვენი თანამემამულეების საჭიროებები, დახმარება გაეწია ბიზნესს, ასევე თანხის გარკვეული ნაწილი წავიდა ეროვნული ბანკის რეზერვებში. წელს, ინტერვენციების სახით, 850 მილიონ დოლარზე მეტი მიაწოდა ეროვნულმა ბანკმა ბაზარს, რათა ლარის კურსის შედარებითი სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა.

„სერიოზული განაცხადია, ისიც რომ წელს, პანდემიის პირობებში სარეიტინგო სააგენტოებმა არ შეამცირეს საქართველოს რეიტინგი. მაგრამ ფაქტია, რომ პანდემიიდან გამომდინარე წინ რთული წელი გველოდება. მაკროეკონომიკური თვალსაზრისით იქნება არ იქნება ადვილი წელი, მაკროეკონომიკური ფონი საკმაოდ დამძიმებულია. დღეს წინა ხაზზე გამოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევის ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრობის და მინისტრობის კანდიდატებს სერიოზული მუშაობა მოუწევს ყველა მიმართულებით. დღეს მოვისმენთ რამდენად მზად არიან მინისტრობის კანდიდატები ამ კუთხით. კითხვები მექნება კომიტეტის პროფილიდან გამომდინარე. როგორც იცით, წინ გველოდება 2021 წლის ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.