მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძე ირაკლი შოთაძეს მიმართავს

60c9f1cf10b81
ინგა მურუსიძე
16.06.21 16:24
915
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს მიმართავს.

როგორც კოვზანაძემ განაცხადა, პროკურატურის საქმიანობის წლიური ანგარიშის საქართველოს პარლამენტში წარდგენისას, მთავარმა პროკურორმა ყურადღება უნდა გაამახვილოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გენერალურ პროკურატურაში გადაგზავნილ მასალებზე და პარლამენტს, შესაძლებლობის ფარგლებში, გამოძიების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს.

როგორ ირაკლი კოვზანაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, 2020 წელს პროკურატურას აუდიტის სამსახურის მიერ გადაეგზავნა 28 ანგარიში, 2019 წელს - 34, ხოლო 2018 წელს - 25 ანგარიში.

„2018-2020 წლებში პროკურატურაში ჯამში გადაგზავნილია 87 საქმე, მათგან 10 საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი ან დაერთო სხვა საქმეს, ხოლო 77 საქმეზე გამოძიება ახლაც გრძელდება“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და ხაზი გაუსვა, რომ ამ საქმეებზე პროკურატურის მიერ სკურპულოზური და სწრაფი გამოძიების წარმოება იქნება ქმედითი დახმარება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის ამაღლების კუთხით.

ინფორმაციისთვის: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პროკურატურაში გადაგზავნილ საქმეებზე საგამოძიებო ორგანოს რეაგირების როლზე დღეს განცხადება გენერალურმა აუდიტორმაც გააკეთა. როგორც ირაკლი მექვაბიშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე თქვა, აუდიტის სამსახური საქმეებს შეისწავლის, დასკვნებს დებს, ხოლო შემდგომი სამართლებრივი რეაგირება უკვე პროკურატურის პრეროგატივაა.