მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ლექვინაძე მადლობას იხდის და ბიზნესომბუდსმენობიდან წასვლის მიზეზს განმარტავს

5dc9450201152
თელარა გელანტია
11.11.19 15:23
1267
ყოფილი ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე Facebook-ის პირად გვერდზე თანამდებობის დატოვების მიზეზს განმარტავს.

Bm.ge-ის ლექვინაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მეგობრებო, მინდა გაცნობოთ რომ დასრულდა ჩემი 22-თვიანი მოღვაწეობა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის პოზიციაზე.

მინდა მადლობა გადავუხადო ბიზნეს კომპანიებს და ბიზნეს ასოციაციებს ნდობისთვის, აქტიური თანამშრომლბისთვის და მხარდაჭერისთვის;

მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უწყებებს, საქართველოს პარლამენტს საინტერესო თანამშომლობისთვის, დისკუსიებისთვის, ოპონირებისთვის და ბიზნესისთვის რიგი სასარგებლო გადაწყვეტილებებისთვის;

მადლობა მინდა გადავუხადო დონორ და პროფესიულ ორგანიზაციებს, მათთან ერთად ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ ინსტიტუტის გაძლიერებისთვის და საერთაშორისო პლატფორმებზე წარმოჩენისთვის.
მადლობა მედიას მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის!

მადლობა ბიზნესომბუდსმენის აპარატის ყველა თანამშრომელს თავდადებული შრომისთვის ბიზნესის მხარდასაჭერად!

პ.ს. აქვე გეტყვით რომ 22-თვიანი მუშაობის პერიოდში ჩვენმა აპარატმა 565 საქმე განიხილა, რომელთაგანაც 300-ზე მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება და 68%-ში ბიზნესის მოთხოვნები სრულად ან ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული.

პ.ს. მინდა აქვე განვაცხადო რომ ჩემი პოზიციდან წასვლა უკავშირდება შეთანხმებულ ალტერნატიულ გეგმებს, რომლის შესახებაც უახლოეს მომავალში ვისაუბრებ და ეს არ არის სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება“, - წერს ლექვინაძე სოციალურ ქსელში.