ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან კალანდაძემ დაკავებული პოზიციები დატოვეს.
აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-ის ბიზნესომბუდსმენის აპარატშიც დაადასტურეს.
ირაკლი ლექვინაძეს ბიზნესომბუდსმენის პოსტი 2018 წლის იანვრიდან ეკავა.
ირაკლი ლექვინაძე და ლევან კალანდაძე ამ დროისთვის სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.