მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ხმალაძე: ტაქსების 30% მინიმალურ ტექნიკურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს

5d921784439bb
BM.GE
30.09.19 19:50
1500
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, ტაქსების რეფორმის ფარგლებში, 26 ათასი ლიცენზირებული სატრანსპორტო საშუალებიდან სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება დაახლოებით, 70%-მა გაირა და მათგან მინიმალურ ტექნიკურ სტანდარტებს 30% ვერ აკმაყოფილებს. 

"აღნიშნული 70%-ის ნახევარზე მეტმა კატეგორიზაცია მოახდინა, მათი 24% A კატეგორიაში მოექცა, ხოლო ნაწილის კატეგორიზაციის პროცესი კვლავ მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ხვალ პირველი ოქტომბერია და ეს პირები შემდგომი დღეების განმავლობაში აპირებენ ნებართვების აღებას. ასე მოხდა გასულ წელსაც, როდესაც ტაქსების რეფორმა პირველი ოქტომბრიდან დაიწყო. ტაქსების რაოდენობა, რომელთაც A კატეგორია მიენიჭათ, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რეფორმა შედგა. ტაქსების რეფორმა პირველი ოქტომბრით არ სრულდება - იქნება შემდგომი ეტაპებიც, რომელიც ტაქსის მომსახურების სერვისის გაუმჯობესებას ითვალისწინებს და შემდეგ რამდენიმეწლიან ჭრილში შეგვეძლება ვთქვათ, რამდენად კარგი იყო რეფორმა. ეს არის სწორი პროცესი და ნიუანსები, რომელთაც ამ მიმართულებით ვითვალისწინებთ", - განაცხადა ხმალაძემ.