მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანში ბენზინის გაყიდვებზე კვოტა დააწესეს, ფასები კი გაზარდეს

5dce94aa7c33b
მიხეილ ხაჩიძე
15.11.19 16:30
1789
ირანში ბენზინის საცალო გაყიდვებზე კვოტები დააწესეს. როგორც უცხოური მედია იუწყება, ადგილობრივები, რომლებიც მანქანებით გადაადგილდებიან,  თვეში მხოლოდ 60 ლიტრი ბენზინის შეძენას შეძლებენ.

ცალკე კვოტაა გათვალისწინებული ტაქსის მძღოლებისთვის - ისინი თვეში 400 ლიტრ ბენზინს იყიდიან. მოტოციკლებისთვის კი თვეში 25 ლიტრი ბენზინი განისაზღვრა.

ამავდროულად, ქვეყანაში საწვავის ფასები საგრძნობლად გაიზარდა. არსებული მონაცემებით, ლიტრი ბენზინის ღირებულებამ 50%-ით 15 ათას ირანულ რიალიმდე მოიმატა, რაც დაახლოებით 13 აშშ ცენტია.

ირანი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმწარმოებელი ქვეყანაა. მაგრამ ნავთობის გადამუშავებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, იგი ბოლო პერიოში იძულებული გახდა, ქვეყანაში ბენზინის ექსპორტი განეხორციელებინა.