მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირლანდიამ საგანგებო მდგომარეობა აპრილამდე გაახანგრძლივა

602670e2cdda8
ნათია თაქთაქიშვილი
12.02.21 18:34
836
ირლანდიის პრემიერ მინისტრის მაიკლ მართინის განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, რომელიც კორონავირუსის მესამე ტალღის შესაჩერებლად გამოცხადდა, აპრილამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრემიერის განცხადებით, ირლანდიაში მკაცრი აკრძალვები სავარაუდოდ აღდგომის დღესასწაულებამდე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში რესტორნები და კაფე-ბარები შობის შემდეგ დახურულია, ხოლო არააუცილებელი საცალო გაყიდვების მაღაზიებმა ოპერირება ახლი წლის შემდეგ დროებით შეაჩერეს.

ქვეყანაში საშობაო არდადეგების შემდეგ არ განახლებულა სწავლის პროცესი და ასევე მკაცრად კონტროლდება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ტურიზმი.

პრემიერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მკაცრი ლოქდაუნი გახანგრძლივდა, მთავრობის მიზანია ირლანდიის სწრაფი გახსნა - პრიორიტეტი კი სკოლებს და სამშენებლო სექტორს მიენიჭება.