ეკონომისტ სოსო ბერიკაშვილის განცხადებით, მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოს შორის, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ლიდერი იყო, თუმცა მისი თქმით, ის რითაც მოლდოვა ამ ეტაპზე საქართველოს ჯობნის დემოკრატიაა."ასევე ხელისუფლებაში მოლდოვას ჰყავს ისეთი ხალხი, ვისაც შეგიძლია დაელაპარაკო და ამათგან განსხვავებით მინიმუმ არ გაგინებს".
რაც შეეხება EU-ს წევრი კანდიდატის სტატუსს, ეკონომისტი ამბობს, რომ ამისთვის საქართველოს პირობების შესრულება ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს, თუმცა არსებული ხელისუფლების პირობებში მისი შეფასებით, შესაძლოა ეს არც მოხდეს.
„არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს ხელისუფლება რამეს გააკეთებს. რამის გაკეთება, რომ ნდომოდათ ტყუილს არ იტყოდნენ. ყოველ დღე ურთიერთგამომრიცხავ ტყუილს ამბობენ. თან ამბობენ, რომ კარგია, კარგი სტატუსი მივიღეთ, გვილოცავენ, გვაზეიმებენ და მერე რაღაც აბსურდს ამბობენ, რომ ევროპა კარს გვიხურავს, დაგვსაჯა და ა.შ. არ დავუსჯივართ და სინამდვილეში არც კარს გვიხურავს. ის გვეუბნება, რომ რაღაცებს აკეთებთ ძალიან არასწორად და თუ გააკეთებთ სწორად, მაშინ დავილაპარაკებთ აუცილებლად.
ამ შემთხვევაში, რითაც გვჯობია მოლდოვა და გვისწრებს არ არის ეკონომიკური მაჩვენებლები და არც მშპ ერთ სულ მოსახლეზე, რომლითაც მოლდოვას ვუსწრებთ, არამედ არის დემოკრატია. დემოკრატიით გვისწრებენ და ხელისუფლებაში მოლდოვას ჰყავს ისეთი ხალხი, ვისაც შეგიძლია დაელაპარაკო და ამათგან განსხვავებით მინიმუმ არ გაგინებს. არ ვიცი ამ ხელისუფლების პირობებში რისი იმედი უნდა გვქონდეს. რაც არ უნდა საბავშვო ბაღი გამართონ და თქვან, რომ ოლიგარქში სხვას გულისხმობდნენ და ა.შ, ჩვენ ყველამ ვიცით, რაზეა საუბარი და რა აფერხებს ხალხის არჩევანს. ხალხის არჩევანი თვალსაჩინო ვნახეთ რუსთაველზე.
მე მინდა იმედი მქონდეს, რომ ხალხს ამ გამოსვლით რაღაცის შეცვლა შეუძლია, თუმცა მაინც და მაინც პოზიტიური მოლოდინები არ მაქვს. საუბარია ამერიკის ხმის ჟურნალისტის მიერ გამოჟონილ ინფორმაციაზე, რაც წინა შემთხვევებშიც დაემთხვა. სავარაუდოდ 24 ივნისს იქნება იგივე გადაწყვეტილება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ევროპა კარს გვიხურავს ან უარს გვეუბნება. ჩვენ გვიყენებენ პირობებს იმისთვის, რომ კანდიდატობა მოგვცენ.
აქ ამბავი ისაა მნიშვნელოვანი, რომ ამ სამეულში ყოველთვის ლიდერი ვიყავით და ახლა რაღაც მონაცემებს, რომ ამბობენ იმ მონაცემების დიდი ნაწილი ძველია. მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, თუნდაც დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით შეიცვალა მსოფლიოში რაღაცები და ჩვენ ჩამოვრჩით. ამ პრობლემებს თუ გამოვასწორებთ, რა თმა უნდა მიგვიღებენ ევროკავშირში, სადაც არის ჩვენი ადგილი", - განაცხადა მან.
რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს საქართველომ EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად?
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ