მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელი მოსახლეობას საქართველოში მოგზაურობის შესახებ აფრთხილებს

60b544c1812da
თამთა ჯიჯავაძე
01.06.21 00:14
2542
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას რიგ ქვეყნებში მოგზაურობის შესახებ აფრთხილებს, მათ შორისაა საქართველო. ამასთან, გუშინ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ქვეყნების განახლებული სია, რომელთაც მაქსიმალური რისკის შემცველ სახელმწიფოებად მიიჩნევენ ამჟამინდელი კოვიდ-ვითარებიდან გამომდინარე. აღნიშნულ სიას ისრაელმა არგენტინა და რუსეთი დაამატა, სიაშია ასევე უკრაინა, ეთიოპია, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, ინდოეთი, მექსიკა და თურქეთი.

საქართველოსა და კიდევ ათზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში კი ისრაელი მოქალაქეებს გამგზავრებას არ ურჩევს. საქართველოს გარდა საუბარია არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე, აზერბაიჯანზე, უზბეკეთზე, ბელარუსზე, გერმანიაზე, საბერძნეთზე, ეგვიპტეზე, ლატვიაზე, ლიეტუვასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანასა და რეგიონზე.

ცნობისთვის, ისრაელში მასობრივი ვაქცინაციის შედეგად, კოვიდ-შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია. მაგალითად, ბოლო 24 საათის განმავლობაში ამ ქვეყანაში ვირუსის მხოლოდ 17 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები