მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნები ხარჯავენ მშპ-ს ყველაზე დიდ წილს თავდაცვაზე

64ac4d42372d5
შოთა ტყეშელაშვილი
11.07.23 00:00
1290
თავდაცვის მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე მეტს ამერიკის შეერთებული შტატები ხარჯავს. 2023 წლისთვის რეკორდული მოცულობის თანხა $816 მილიარდი დოლარია. მეორე ადგილზე მყოფი ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტი 292 მილიარდი დოლარი, მესამე პოზიციაზე მყოფი რუსეთის თავდაცვის ხარჯები კი 86 მილიარდია. თუმცა, აბსოლუტურ რიცხვებში თავდაცვის ხარჯები უშუალოდ ეკონომიკის ჭრილში თავდაცვის წილს არ ასახავს. მშპ-სთან მიმართებით თავდაცვასა და შეიარაღებაზე, 2022 წლის მდგომარეობით ყველაზე მეტი უკრაინამ დახარჯა, რომლის ხარჯებმაც გასულ წელს მშპ-ს 34% შეადგინა. მეორე ადგილს 7.4%-ის ოდენობით საუდის არაბეთი იკავებს, მესამე პოზიციაზე კი 7%-ით კატარია.

მშპ-სთან მიმართებით ქვეყნების თავდაცვის ხარჯები, 2022 წლის მდგომარეობით:

• უკრაინა - 34%;
• საუდის არაბეთი - 7.4%;
• კატარი - 7%;
• ომანი - 5.2%;
• ალჟირი - 4.8%;
• ისრაელი - 4.5%;
• ქუვეითი - 4.5%;
• რუსეთი - 4.1%;
• საბერძნეთი - 3.7%;
• აშშ - 3.5%;
• კოლუმბია - 3.1%;
• სინგაპური - 2.8%;
• სამხრეთ კორეა - 2.7%;
• პაკისტანი - 2.6%;
• ირანი - 2.6%.

რაც შეეხება საქართველოს, 2023 წლის ბიუჯეტით, თავდაცვის სამინისტროს ხარჯები 1.26 მილიარდი ლარით ($485 მლნ დოლარით) არის განსაზღვრული. მიმდინარე წლის მოსალოდნელ მშპ-სთან (78 მილიარდ ლართან) მიმართებით ეს თანხა 1.6%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები