დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელში ლეგალურად დასაქმების პროგრამით სარგებლობის მიზნით საქართველოს მოქალაქეები კვლავ გადამზადებას გადიან.
გასულ წელს ამოქმედებული პროგრამით ამ დრომდე არავინ დასაქმებულა, თუმცა როგორც სააგენტოში ამბობენ, ამ ეტაპზე სპეციალურ გადამზადებას 100-ზე მეტი ადამიანი გადის.
“როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ისრაელში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ისრაელის მხარის მიერ მოთხოვნილია შინმოვლის სპეციალისტთა საკმაოდ დიდი რაოდენობა. მათი სურვილია, რომ დასაქმების მსურველთა გამგზავრება მოხდეს ერთდროულად ან დროის მცირე ინტერვალით.
ამ თვალსაზრისით კი ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენდა ის, რომ საქართველოს მოქალაქეები არ ფლობენ ზემოხსენებულ სპეციალობაში განათლების მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს. აღნიშნულ საკითხზე საპასუხოდ, განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად შემუშავდა მოკლევადიანი (144 საათიანი ერთი თვის ხანგრძლივობის) კურსი გერიატრიული ასისტენტის სპეციალობით.
ამჟამად სწავლება მიმდინარეობს 6 სასწავლო დაწესებულებაში და ჯამში სულ აღნიშნულ კურსს გადის 119 პირი. ცხადია, გარდა შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებისა, შეთანხმება ითვალისწინებს სხვა კრიტერიუმებსაც, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, კურსის გავლის შემდგომ მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ დროებით, ლეგალურად სახელმწიფოთა შეთანხმების ფარგლებში. შეთანხმება არ ითვალისწინებს რაიმე დროში შეზღუდვას”, - უთხრეს BMG-ის სააგენტოში.
საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ისრაელში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, დასაქმების მსურველთა რეგისტრაციის პროცესი გასული წლის აპრილიდან დაიწყო.
ისრაელსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმება შეუძლიათ. სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოს ხანგრძლივობა 6 სამუშაო დღეა კვირაში, სრული განაკვეთი. თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42-საათიანი სამუშაო გრაფიკით 5300 შეკელს შეადგენს, რაც დაახლოებით 1600 დოლარია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი