მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისტორიული მოვლენა - დღეს საფონდო ბირჟაზე PORSCHE-ს დებიუტი შედგება

633544ed5685e
გიორგი თოლორდავა
29.09.22 11:27
1026
გლობალური ავტოინდუსტრია ისტორიული მოვლენის წინაშეა - დღეს საფონდო ბირჟაზე Volkswagen Group-ის შვილობილი კომპანიის, Porsche-ს აქციების დებიუტი შედგება.

პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) სავარაუდო ღირებულება 75 მილიარდი დოლარის ფარგლებშია, რაც აღნიშნულ გარიგებას ევროპის ისტორიაში ერთ-ერთ უმსხვილეს ლისტინგად აქცევს. თავად Porsche კი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ავტომწარმოებელი კომპანიების გლობალურ რეიტინგში მეოთხე ადგილზე აღმოჩნდება, Tesla-ს, Toyota-სა და VW-ს გვერდით.

საფონდო ბირჟაზე ლეგენდარული გერმანული ბრენდის განთავსებით VW Group-ი დამატებითი შემოსავლის მიღებას და აღნიშნული რესურსების ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით ინვესტირებას გეგმავს, რათა უახლოეს მომავალში გერმანულმა კონგლომერატმა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Tesla-ს გადასწრება შეძლოს.

საგულისხმოა, რომ Porsche ყველა დროის ყველაზე წარმატებულ სარბოლო ბრენდად ითვლება, რომელსაც ლე-მანის 24-საათიან რბოლაში 19 აბსოლუტური გამარჯვება აქვს მოპოვებული, რაც მსოფლიო რეკორდია.

გარდა რბოლისა, Porsche-ს კომფორტიცა და ტექნოლოგიურობაც გამოარჩევს. Panamera და Cayenne ამის თვალსაჩინო მაგალითებია. რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივას, გერმანული კომპანია ელექტრომობილების მზარდ ბაზარზეც გეგმავს ლიდერობის მოპოვებას, მაგალითად, Porsche Taycan-მა უკვე მოიპოვა Top Gear-ის, Drive-ისა და EVO-ს საუკეთესო ელექტრომობილის წოდება.

Porsche-თი დაინტერესებულ უმსხვილეს ინვესტორთა შორისაა: Qatar Investment Authority, T. Rowe Price Group, Norges Bank და Abu-Dhabi Developmental Holding Company.

Porsche-ს ლისტინგით მიღებული თანხის 49%-ს VW-ს აქციონერები დივიდენდის სახით მიიღებენ, დარჩენილი ნაწილი კი რეინვესტირებაზე დაიხარჯება.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.