მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისტორიული სასტუმრო „მუზა“ 2022 წელს გაიხსნება - ლაშა პაპაშვილი

61793a7ae7f73
ვიქტორია მღებრიშვილი
28.10.21 09:40
2006
თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, ფილარმონიის გვერდით, კომპანია „რედიქსი“ ბუტიკურ სასტუმრო „მუზას” 2022 წელს აამოქმედებს. ამის შესახებ BM.GE-ს „რედიქსის“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 7-დან 10 მლნ ლარამდეა.

„ 34 ნომრიანი სასტუმრო მაღალი სეგმენტის მომხმარებელს მოემსახურება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

ცნობისთვის: კოსტავას 27-ში, ისტორიული სასტუმროს ძეგლზე რეკონსტრუქცია-ადაპტაციის პროექტზე სანებართვო მოწმობა პირველად 2009 წლის 16 მარტს გაიცა, თუმცა ამ წლების განმავლობაში ვადა 3-ჯერ გაგრძელდა. 2020 წლის დასაწყისში ლაშა პაპაშვილი 2009 წლიდან ნებართვის ვადის გაგრძელების მიზეზად წლების განმავლობაში თბილისის მერიაში წითელ ხაზებთან დაკავშირებით პრობლემებს ასახელებდა.