მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ უნდა გავანაწყენოთ დასავლეთი და არ უნდა შეილახოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები“ - პაპაშვილი სანქციებზე

64a15fa56e7ee
ვიქტორია მღებრიშვილი
02.07.23 15:28
951
კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილის შეფასებით, სანქციების დაცვა ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ამის შესახებ მან გადაცემა #წერტილში ევროკავშირის მიერ სანქციების მე-11 პაკეტის შემოღების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ძალიან საფრთხილო თემაა. ჩვენ არ უნდა გავანაწყენოთ დასავლეთი და არ უნდა შეილახოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ფაქიზი მიდგომაა საჭირო ყველას მხრიდან, რომ რაიმე გაუგებრობაში არ მოვყვეთ. ამ მხრივ რეგულირება აუცილებელია“, - განაცხადა პაპაშვილმა. 

კითხვაზე - არჩევანის წინაშე რომ დადგეს ქვეყანა გაწიროს რუსეთთან ავტომობილების რამდენიმემილიონიანი რეექსპორტი და არ დაარღვიოს სანქციები ან შეინარჩუნოს ეს მაჩვენებლები, ბიზნესმენი ამბობს, ეს რთული კითხვაა და საქართველომ ამ მდგომარეობაში ნეიტრალობის შენარჩუნება უნდა შეძლოს, რადგან ქართველები არასდროს ყოფილან ისეთი მდიდრები რომ სასახლეები ეშენებინათ.

„ეს იმ კონკრეტულ მომენტსა და სიტუაციაშია მისაღები გადაწყვეტილებებია. ჩვენ გვყავს 2 უმსხვილესი სახელმწიფო და ერთი სახელმწიფოების გაერთიანება - ევროკავშირი. ეს არის სამკუთხედი, სადაც რომელიმე მხარისკენ ბოგირის გადაჭიმვა ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება. ვინმე თუ იტყვის, რომ ეს კონკრეტული მხარე მომწონს, ეს ჩვენთვის დამანგრეველი იქნება. რაც პატარა ქვეყანას შეუძლია ისაა, რომ სამივეს თავისი მივაგოთ და ვიყოთ ნეიტრალურები.

თუ საჭიროა დავითვლით კიდევაც მილიონებს... არასოდეს ყოფილა ქართველი ისე მდიდარი, რომ სასახლეები ეშენებინა. მოკრძალებით ვართ, ჩვენი მართმადიდებლობა შევინარჩუნოთ და ბიზნესი ვაკეთოთ“, - განაცხადა პაპაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები