მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BP 10,000 სამუშაო ადგილის შემცირებას აპირებს

5ede442973978
ნათია თაქთაქიშვილი
08.06.20 19:40
1553
მსოფლიოში ცნობილი ნავთობკომპანია BP 10,000 სამუშაო ადგილის შემცირებას აპირებს, რადგან კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო ნავთობზე მოთხოვნა ისევ შემცირებული რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, BP-მ თანამშრომლების შენარჩუნება პანდემიის პიკურ პერიოდში უზრუნველყო, მაგრამ დღეს განაცხადა, რომ მათ რაოდენობას წლის ბოლომდე 15%-ით შეამცირებს.

აღსანიშნავია, რომ 10,000 სამუშაო ადგილიდან, დაახლოებით, 2,000-მდე სამუშაო ადგილი დიდ ბრიტანეთში შემცირდება.

„ბოლო პერიოდში ნავთობის ფასები კლების ტენდენციით ხასიათდება; ასე რომ, კომპანია ხარჯავს იმაზე მეტს, ვიდრე შემოსავალს იღებს. გვინდა, რომ ისევ მომგებიანები გავხდეთ“, - განაცხადა BP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბერნარდ ლუმიმ.