მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალია ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს საზღვრებს არ გაუხსნის

5efc6ff136f8b
ნათია თაქთაქიშვილი
01.07.20 22:43
1276

იტალია ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს საზღვრებს არ გაუხსნის, – ამის შესახებ გამოცემა La Repubblica წერს.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტო სპერანზამ განაცხადა, რომ COVID-19-ის ეპიდსიტუაცია მსოფლიოში ჯერ კიდევ რთულია და იტალიელების მიერ პანდემიის გამო გაღებულმა მსხვერპლმა ტყუილად არ უნდა ჩაიაროს.

გამოცემის თანახმად, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც იტალიაში შენგენის ზონის ქვეყნებიდან ჩავლენ, ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

გამოცემის მიხედვით, შესაძლოა, ადგილობრივმა პოლიციამ საზღვრების გარდა, სასტუმროების შემოწმებაც დაიწყოს.

ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს. მათ შორის არის საქართველოც.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაციის გათვალისწინება სავალდებულო არ არის.

შეგახსენებთ, იტალია ევროკავშირში COVID-19-ის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი იყო, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ფატალური შემთხვევების რიცხვი 35 000-ს უახლოვდება. ჯამში დაინფიცირების 240 760 შემთხვევა დაფიქსირდა.