გასულ წელს ქარისა და მზის ენერგიის წარმოებამ იტალიაში რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია. ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის ოპერატორი კომპანია Terna-ს ინფორმაციით, ქვეყანამ დადგმული სიმძლავრის მოცულობა გააორმაგა.
2023 წელს იტალიაში მზის პანელებისგან გენერაცია 30.6 ტერავატ/საათამდე გაიზარდა, ქარის ფერმები კი საათში 23.4 ტერავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებდნენ.
Terna-ს ინფორმაციით, განახლებადმა რესურსებმა, ჰიდროელექტროსადგურების ჩათვლით, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის 37%-ი დაფარა. 2022 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 31% იყო, რაც ადასტურებს, რომ 2030 წლისთვის იტალიის გეგმის შესრულება, რომელიც განახლებად ენერგიაზე გადასვლას გულისხმობს, შესაძლებელია. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, იტალია იმედოვნებს, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის ⅔ განახლებადი წყაროებიდან იქნება მიღებული.
თუმცა იტალიაში მზისა და ქარის ფერმების განვითარებას მრავალი გამოწვევა ახლავს თან, როგორებიცაა ლიცენზიის მოპოვების რთული პროცესი და ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ახალი ინფრასტრუქტურა გარემოსა და სოფლის მეურნეობას დააზიანებს.
2023 წელს იტალიაში ასევე შემცირდა გაზისა და ქვანახშირის ელექტროსადგურების გენერაციაც, შესაბამისად, 17.4% და 42%-ით, რასაც ხელი შეუწყო საზღვარგარეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის ზრდამაც.
საერთო ჯამში, 2023 წელს იტალიაში ელექტროენერგიის მოხმარება 2.8%-ით, 306.1 ტერავატ/საათამდე დაეცა.